logo_geo
გიორგი წერეთელი: როდესაც სრულად დასრულდება სამუშაოები, რიკოთის უღელტეხილზე მგზავრობა იქნება სრულად უსაფრთხო
- +

28 აპრილი. 2024. 00:46

"სრულად როდესაც დასრულდება აღნიშნული სამუშაოები, მინდა დაგარწმუნოთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე მგზავრობა იქნება სრულად უსაფრთხო", - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავჯდომარემ გიორგი წერეთელმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

„მთლიანობაში დასავლეთ-აღმოსავლეთი არის 460 კილომეტრი, სრულად რომ დასრულდება, იქნება 430 კილომეტრი. წითელი ხიდიდან სარფამდე ნაცვლად 8 საათისა ჩვენ დააგვჭირდება დაახლოებით ოთხ საათნახევარი. როცა სრულად დასრულდება ყველა მონაკვეთი, უკვე სამ საათსა და 20 წუთში შევძლებთ ბათუმიდან თბილისამდე მგზავრობას.

 

მთლიანობაში ეს 52 კილომეტრია, საიდანაც 36 კილომეტრი რიკოთის მონაკვეთის დასრულებული და გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც პირველ მონაკვეთზე ასევე მეოთხე მონაკვეთის დარჩენილ 5 კილომეტრიან მონაკვეთზე. მეოთხე მონაკვეთის სრულად დასრულება უკვე მიმდინარე წელსაა დაგეგმილი, ასევე პირველი მონაკვეთის, მიუხედავად გამოწვევებისა. გაქტობრივად, ჩვენ არსებულ გზასთან ერთად მუშაობა და რთული რელიეფისა და მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამოდმინარე რთული მონაკვეთია. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ვვარაუდობთ, რომ ეს პირველი მონაკვეთიც მიმდინარე წლისთვის დასრულებული იქნება და ჩვენ სრულად რიკოთის მონაკვეთის 52 კილომეტრიან მონაკვეთს უკვე წელს დავასრულებთ.

 

გამოწვევები, რაზეც იყო ლაპარაკი იყო მიმდინარე, თანმდევი სამუშაოებით. წინა წელს მოხდა რიკოთის უღელტეხილის გარკვეული სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვა, სადაც განვითარდა გარკვეული შესაძლო მეწყრული პროცესები. მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება, გავაკეთეთ შესაბამისი კვლევები და მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იქ მეწყერი არასდროს განვითარებულა, ეს იყო შესაძლო მეწყრული პროცესის განვითარება“, - აღნიშნა გიორგი წერეთელმა.

big_banner
არქივი