logo_geo
„ეს უკვე სასიკვდილო განაჩენია მოსახლეობისთვის!“
- +

5 სექტემბერი. 2017. 23:47



სოციალური ქსელის მომხმარებელი, მაკა სახურია შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს:


„წეღან სოფო ხორგუანმა დაწერა, თუ სამეგრელოში მოსავლის 40% განადგურდა, სტიქიური უბედურების ზონად უნდა გამოცხადდესო. მე გეტყვით ჩემი ოჯახის მაგალითს. ჩემს ძმას აქვს თხილის ხეივანი დაახლოებით 700-800 ძირი ნარგავით, რომლის მოსავალი მინიმუმ 2 ტონა თხილი მაინც უნდა იყოს, რადგან ერთი ხიდან საშუალოდ 3-4 კგ-ს ანგარიშობენ. მინიმუმ 4 ლარად რომ ჩაებარებინა 2 ტონა თხილი, 8000 ლარი ხომ იქნებოდა შემოსავალი, რაც სოფლის ოჯახს თითქმის მთელი წელი არჩენს მინიმალური საჭიროებებით. ჩემმა ძმამ მოაგროვა დაახლოებით ასი კილოგრამი, რომელიც არავინ ჩაიბარა, რადგან სრულიად უვარგისი იყო. ხალხმა თავი მიანება თხილის მოგროვებას. ჩემმა რძალმა მითხრა, გული მოგიკვდება სასკოლო ასაკის გოგო-ბიჭები სოფლის მიკროავტობუსებით დაწუნებული თხილის ტომრებს უკან რომ ეზიდებიანო. მათი სწავლა-განათლება, ჩაცმა-დახურვა და ჭამა-სმა ამ მოსავალზე იყო დამოკიდებული. გულმკვდარი დაიარება ხალხი. ახლა ასევე მოუსავლიანი იქნება სიმინდი. ბოსტნეულ კულტურებს მიაკვდა ხალხი და ის მთლიანად გაანადგურა ფაროსანა ხოჭომ. ასევე ხილი. ხილი ზაფხულში რომ არ ჭამოს ადამიანმა, ზამთარში მურაბებით, კომპოტებით და ჯემით სოფლის ოჯახის საზრდოა. გარდაუვალია დიდი სიღატაკე და შიმშილობა, რაც კრიმინალის გაზრდის საფრთხეს მოასწავებს. დიახ, სამეგრელო სტიქიური უბედურების ზონაა და მთავრობამ ხალხს რამენაირი კომპენსაცია უნდა გამოუყოს. იგივე მდგომარეობაა გურიასა და იმერეთში. სამეგრელო კი ყველაზე მეტად დაზარალდა. განადგურებულია ყველანაირი მოსავლის 90%-ზე მეტი. ამაზე დარდმა მომკლა. წელს ჩემი ძმის ორი შვილისთვის მე რომ არ მეყიდა სასკოლოდ ჩანთები და სამოსი, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ამას ვერ შეძლებდა. რძალი უმუშევარია და ჩემს ძმას რეინჯერის პოზიციაზე 470 ლარი ეძლევა ხელფასი. და ლუგელას ხეობის მთიანეთში უწევს უმძიმესი სამუშაოს შესრულება. ჩემი ოჯახი მხოლოდ მემილიონე მაგალითად მომყავს, მეგობრებო. მოსახლეობის 90 % ამგვარ მდგომარეობაშია. ეს უკვე სასიკვდილო განაჩენია მოსახლეობისთვის. ეს ხალხი პატრიოტული მოსაზრებით უბრალოდ ხმას არ და ვერ იღებს. არ ვიცი, როგორ უნდა გადავარჩინოთ გაუკაცრიელებას ჩვენი კალმით ნახატი სოფლები. გამისკდა თავიც და გულიც! არავინ იფიქროს, რომ ვითარების დრამატიზებას ვახდენ და თუნდაც ოდნავ ვაჭარბებ რამეს" , - წერს მაკა სახურია.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი