logo_geo
ლალი ბადურაშვილი: გვარამიები კი არა „სტალინები“ წავიდნენ, გვარამია ვის დაკარგვია!
- +

4 მარტი. 2017. 00:57


 

„დღეს ერთი იქნება ხვალ მეორე, მთავარია ტელევიზიამ განაგრძოს ფუნქციონირება და ობიექტური ინფორმაცია გააშუქოს. თორემ ვიღაც დღეს არის, ვიღაც ხვალ - ასეთია ეს ცხოვრება, ადამიანები მოდიან და მიდიან" , - ამ სიტყვებით ეხმაურება მსახიობი ლალი ბადურაშვილი „მარშალპრესთან" საუბარში უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა.


„ბოლოს და ბოლოს ეს ქვეყანა ხომ უნდა მიეჩვიოს სასამართლო გადაწყვეტილების დამორჩილებას. ახლა ვიღაცას მიტინგი მოუნდება, იმის ჭკუაზე უნდა იაროს სასამართლომ? არავითარ შემთხვევაში არ ვარ მომხრე, რომ ტელევიზია გაუქმდეს, ის უნდა არსებობდეს, ოღონდ უნდა იყოს ობიექტური და არა მტრული! ზუსტად ასე დაწერეთ - „რუსთავი 2" - არის მტერი ტელევიზია. ოპოზიციური კი არ არის, ის ქვეყნის მტერია, ცრუ, პირველ რიგში, ქვეყნის გამყიდველი ტელევიზიაა, ისევე როგორც მათი დამფინანსებლები „ნაციონალური მოძრაობა". ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გაჩერდნენ... იყვნენ ოპოზიციურები, ობიექტურები და ვინ ამოიღებს ხმას, მაგრამ ისინი ამ ქვეყნის ჩასაფრებული მტრები არიან. მტრულ განცხადებებში ფულს იღებდნენ, ჩვენნაირ კაპიკებს კი არა, არამედ ძალიან დიდ ფულს, ისინი ქვეყნის მტრები არიან. წესიერი, ობიექტური ტელევიზია უნდა არსებობდეს, გულანთებული ჟურნალისტები უნდა იყვნენ, რომლებსაც მართლა აქვთ სურვილი რომ რაღაც გამოსწორდეს. დანარჩენი კომერციულ სუბიექტს შორის დავა, ეს გადაწყვიტა სასამართლომ და სასამართლოს უნდა დაემორჩილოს თქვენც, მეც და ყველა თუ ქვეყანა ვართ... როგორ შეიძლება მიტინგების გავლენით სასამართლო რაღაცებს ცვლიდეს?! კარგი რა, მართლა და მართლა... გვარამიები, კი არა „სტალინები" წავიდნენ, გვარამია ვის დაკარგვია, დღეს ერთი იქნება ხვალ მეორე, მთავარია ტელევიზიამ განაგრძოს ფუნქციონირება და ობიექტური ინფორმაცია გააშუქოს. თორემ ვიღაც დღეს არის, ვიღაც ხვალ - ასეთია ეს ცხოვრება, ადამიანები მოდიან და მიდიან. ჟურნალისტებმა ხომ უნდა იცოდნენ, რომ ოდესმე რაღაც იწყება და მთავრდება. მთავარია არის ის, რომ ამ ტელევიზიამ იარსებოს, რომელიც იქნება ნამდვილი ოპოზიციური, გულანთებული, ქვეყნის მოყვარე ტელევიზია და არა ქვეყნის მტერი, ჩასაფრებული ტელევიზია", - განაცხადა ლალი ბადურაშვილმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი