logo_geo
ხათუნა ხოფერია: როგორ შეიძლება „რუსთავი 2“ თავისუფალი სიტყვის დამცველი იყოს?!
- +

4 მარტი. 2017. 02:12



„ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ნორმალური გადაწყვეტილება იქმა მიღებული, სხვა მოლოდინი პირადად მე არ გამაჩნდა. ჩვენი მხრიდან, გარკვეულ ეტაპზე, დასაცავი იქნება სიტყვის თავისუფლებაც და ოპოზიციური აზრის გათვალისწინებაც, სატელევიზიო სივრცეში, მაგრამ ეს არის შემდეგი ნაბიჯი. ახლა ეს იყო მხოლოდ სამართლებრივი დავა. ის რომ ტელევიზია ხალვაშს ეკუთვნის იმთავითვე ცნობილი იყო, ეს ყველამ კარგად ვიცოდით", - ამ სიტყვებით პარლამენტის ყოფილი წევრი  ხათუნა ხოფერია უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას „რუსთავი 2"-ის საქმეზე „მარშალპრესთან" საუბარში გამოეხმაურა.


„მინდა გითხრათ, რომ ახლაც და მომავალშიც ვერანაირი სპეკულაციებით, ვერანაირი დადგმული სპექტაკლებით, მუქარით, ვერასდროს ვერავინ შეძლებს, სასამართლოს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს. პოლიტიკური სპეკულაციები, თითის ქნევა სახლემწიფოსთვის და მითუმეტეს სასამართლო ხელისუფლებისთვის ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ჩვენ უნდა გვქონდეს სასამართლოს ნდობა. რა თქმა უნდა, სადარაჯოზეც უნდა ვიდგეთ, შეიძლება იყოს გარკვეული გადაცდომებიც სასამართლო ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ თითს სასამართლოს არ უნდა უქნევდნენ, არ უნდა აშინებდნენ 200, 300 და თუნდაც 200 000 ადამიანით, რომ მოახდენენ ზეწოლას მიაღებინებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ერთ ძალიან ვიწრო პოლიტიკურ ჯგუფს სჭირდება", - აცხადებს ხოფერია.


როგორც ცნობილია, ნიკა გვარამიამ ქიბარ ხალვაშს შესთავაზა, რომ „რუსთავი 2" მის კოლექტივს მიჰყიდოს. ხათუნა ხოფერია აღნიშნულ საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს იყო გვარამიას მორიგი სპექტაკლი, რათა ქიბარ ხალვაშისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა.


„ეს იყო ამ სპექტაკლის ერთ-ერთი ნაწილი. გვარამია ასეთი საკითხებით საკმაოდ კარგად მანიპულირებს და ძალიან ბევრის უფლებას აძლებს საკუთარ თავს. ეს შეთავაზება იყო სპექტაკლის ნაწილი, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინა ქიბარ ხალვაშისთვის. მიიღო კიდეც სათანადო პასუხი. ახლა გვარამია ტელევიზიას შექმნის თუ რადიოს, ან ფეიუსბუქის გვერდიდან დაგველაპარაკება - ეს მისი გადასაწყვეტია. „რუსთავი 2" -ში, რა თქმა უნდა, შენარჩუნებული უნდა იქნეს ძირითადი ბირთვი, „რუსთავი 2", როგორც ტელევიზია, რა თქმა უნდა, უნდა იყოს შენარჩუნებული, მაგრამ პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხის ადგილი სატელევიზიო სივრცეში არ არის. ჩვენ უნდა დავიწყოთ სვლა იქითკენ, რომ ყველა ტელევიზია ვიწროპოლიტიკური ინტერესებისგან იქნეს განთავისუფლებული.


რას ნიშნავს თავისუფალი სიტყვის დაცვა? ვის თავისუფალ სიტყვას იცავენ, კიევიდან ჩართვებს? მიტინგებისკენ, არეულობისკენ მოწოდებებს? და ეს არის თავისუფალი სიტყვა? თუ ხელისუფლების დაუსრულებული შეურაცხყოფაა თავისუფალი სიტყვის დაცვა? ჩვენ უნდა გვქონდეს ტელევიზია, საიდანაც ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებები არ იქნება. იმედს ვიტოვებ, რომ ის ვინც „რუსთავი 2"-ში მივა, შეძლებს შეუქმნას დამოუკიდებელი ტელევიზიის სტატუსი და ეს იქნება მისასალმებელი. მან უნდა შეინარჩუნოს ძირითადი ბირთვი, თუმცა, პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხი „რუსთავი 2"-დან უნდა წავიდეს.


ტელევიზია საიდანაც მუდმივი ცილისწამებაა ხელუსუფლების, გარკვეული პიროვნებების მიმართ, როგორ შეიძლება ეს მედია თავისუფალი სიტყვის დამცველი იყოს?! თუ ნატა ფერაძის თავისუფალ სიტყვას იცავენ, რომ სადღაც ხე მოჭრეს და თუ იცით, სხვა არხები არ აშუქებენ ამ თემებს?! როდესაც თავისუფალ სიტყვაზე ვსაუბრობთ, ძალიან მაინტერესებს, სააკაშვილის ცხრა წლიანი რეჟიმის დროინდელი დანაშაულებების მიმართ, „რუსთავი 2" რომელ თემასთან დაკავშირებით იყო ანგაჟირებული, ჩამოყალიბებული და რას დაუთმეს ტრიბუნა, რა დაიცვეს?! - „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გარდა.


ცხრა წელი სააკაშვილის რეჟიმი თვალში ნაცარს გვაყრიდა, გვეუბნებოდა, რომ გირგვლიანი არ მოუკლავთ და რომ ის სადღაც გადავარდა, გვეუბნებოდნენ, რომ ბუტა რობაქიძე ხელებაწეული არ მოუკლავთ და ის იყო ყაჩაღი, რომელი ერთი გავიხსენო აღარ ვიცი, მუდმივად გვატყუებდნენ, მუდმივად ახერხებდნენ იმას, რომ სიმართლეს ოპოზიციაში ჩადგომოდნენ. აი, იმ დროს რომელ მონაკვეთში გახდა „რუსთავი 2" თავისუფალი სიტყვის დამცველი?! გაიხსენოს ვინმემ და მითხრას, ვის თავისუფალ სიტყვას იცავდა?


აი, ეს პროცესები რომ დამრთავდება და „რუსთავი 2"-ში ახალი ხელმძღვანელობა მივა, სწორედ მაშინ გვექნება ჩვენ დასაწყები ბრძოლა თავისუფალი სიტყვისთვის, რომ „რუსთავი 2"-ის ეთერიდან მართლა ხდებოდეს თავისუფალი სიტყვის, დემოკრატიის, ღირებულებების დაცვა. ამ ეტაპზე, გვარამიას მეთაურობით „რუსთავი 2" არის ანტისახელმწიფოებრივი სივრცე. ეს არის საქართველოს მტრებისთვის დათმობილი საეთერო სივრცე", - განცხადა ხათუნა ხოფერიამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი