logo_geo
ჩინეთის ხელისუფლება აშშ-ს გენერალური საკონსულოს თანამშრომლების ევაკუაციაში დაეხმარება
- +

26 იანვარი. 2020. 11:57

 

ჩინეთის ხელისუფლება დაეხმარება აშშ-ს, გენერალური საკონსულოს თანამშრომლების უხანში ევაკუაციაში. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

 

„აშშ-მა უხანში გენერალური საკონსულოს თანამშრომლების სამშობლოში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ჩინეთი ეპიდემიოლოგიური დაცვის წესების დაცვით შესაბამის ზომებს მიიღებს და დაეხმარება მათ ამაში“, - განაცხადა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

გენერალური საკონსულოს პერსონალის გარდა, უხანიდან სამშობლოში რიგითი ამერიკელებიც დაბრუნდებიან. სპეციალური რეისი ჩინეთიდან სან-ფრანცისკოში 28 იანვარს ჩავა.

 

ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 56 ადამიანი. 39 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 1600-ს გადააჭარბა.

 

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, იაპონიაში, ავსტრალიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.

 

ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი, ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

 

 

 

big_banner
არქივი