კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. გომარ სიხარულიძე წლების განმავლობაში პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკალური კათედრის გამგე იყო.
კომპოზიტორს დაწერი აქვს არაერთი მუსიკალური ნაწარმოები როგორც ფორტეპიანოსთვის, ასევე კამერულ-ვოკალური და საგუნდო შესრულებისთვის.
მას ეკუთვნის საესტრადო სიმღერები – „იმერული ბალადა“, „გურია“, „დონ კიხოტი ზურიკელა“, „გაზაფხული“; შექმნილი აქვს მუსიკა სპექტაკლების, ანიმაციური ფილმებისა და მხატვრული კინოფილმებისათვის („ჩარი–რამა“, „გამინაწილე სითბო“, „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“).