logo_geo
ლოტოს ერთი ბილეთით შეცვლილი ცხოვრება - მილიონერი ნაპოვნია
- +

27 იანვარი. 2020. 12:33

 

 

მილიონერი, რომელიც რამდენიმე დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით იძებნებოდა, ნაპოვნია. ლოტოს გამარჯვებული, ბათუმში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები  77 წლის ვალიკო ბაბუ აღმოჩნდა.

 

 

ვალიკო ბაბუ,  8 წელია დევნილთა დასახლებაში ცოლთან,  შვილთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია.

 

 

„ტელევიზორში როდესაც ციფრები დასახელდა, კალამი არ მქონდა და ციფრების მონიშვნა ვერ მოვასწარი. გვიან ჯიხურში მივედი და იქ ამოვწერე. ამიტომ დაგვინდა გაცხადება“, -განაცხადა ვალიკო ბაბუმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

 

 

big_banner
არქივი