logo_geo
„ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ
- +

27 იანვარი. 2020. 12:35

 

კომპანია „ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. დღეს გამართულ ბრიფინგზე, თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ კომპანიას 11 თვის დავალიანება აქვს.

 

როგორც დაზარალებულები განმარტავენ, ისინი სამსახურიდან 17 დეკემბერს გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც კუთვნილი თანხის მიღების მოთხოვნით აქცია გამართეს.

 

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი წერილით მიმართავს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას და სენატის წევრებს, სადაც პრობლემის შესახებ დეტალურად საუბრობს.

 

„ჩვენ ვართ ამაყი ხალხი. ჩვენ არ ვართ კოლონია, სადაც არის ადგილი, რომ უბრალოდ უცხო ქვეყნის კომპანიებმა ფული აკეთონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ექსპლუატაციის ხარჯზე“, - აცხადებს წერილში დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი.

 

ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ის მიესალმება საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს, თუმცა მოითხოვს, რომ „როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი კომპანიების ნებისმიერი ტიპის ბიზნეს-აქტივობამ, თანაბარი სარგებელი მოუტანოს დასაქმებულსაც და ბიზნესსაც“.

 

big_banner
არქივი