logo_geo
ამირან გამყრელიძე: ჩინელთა დიდი ჩასახლების ადგილებში, მოქალაქეებს საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდებათ
- +

27 იანვარი. 2020. 13:45

 

„დღეს, 15:00 საათზე, ქუთაისის სამმართველოს ეპიდემიოლოგები ხარაგაულის რაიონში გადიან, სადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები და ჩაუტარდებათ გასაუბრება, თუ რას უნდა უფრთხილდნენ,“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

 

„უკვე აღრიცხული გვაქვს დიდი ჩასახლების ადგილები, სადაც არიან ჩინეთის მოქალაქეები. მოგეხსენებათ, ისინი მუშაობენ აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანზე, რამდენიმე ჰესზე და დღეს, 15:00 საათზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ქუთაისის სამმართველოს ეპიდემიოლოგები ხარაგაულის რაიონში გადიან, სადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლები არიან თავმოყრილი. იქ მათ დაურიგდებათ შესაბამისი საინფორმაციო ბუკლეტები, ჩაუტარდებათ გასაუბრება, რას უნდა უფრთხილდნენ. ამ დაავადების ინკუბაციური პერიოდი არის 5-დან 14 დღემდე. ამიტომ, ორი კვირის განმავლობაში თუ გამოჩნდა ეს სიმპტომები: ტემპერატურა, ხველა, აუცილებელია, გადაუდებლად ექიმის კონსულტაცია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში კორონვარუსით გარდაცვლილთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა, 2 700 ადამიანი კი, ინფიცირებულია.

 

 

big_banner
არქივი