logo_geo
„ფეისბუქი“ კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ ყალბ ინფორმაციებთან ბრძოლას იწყებს
- +

31 იანვარი. 2020. 12:00

 

კომპანია „Facebook“ კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ ყალბ ინფორმაციებთან ბრძოლას იწყებს.

 

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი: „ვიწყებთ ცრუ ინფორმაციის ან კონსპიროლოგიური შინაარსის შემცვლელი თეორიების წაშლას, რომლებმაც გლობალური ან ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების აზრით, შესაძლოა, იმ ადამიანებს მიაყენონ ზიანი, რომლებიც ამ ინფორმაციას დაიჯერებენ“.

 

ახალი ტიპის კორონავირუსს, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 213 ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 10 ათასი ადამიანი დაავადებულია.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ, 18 ქვეყანაში დაავადების 98 შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა, არც ერთი მათგანი ლეტალურად არ დასრულებულა. 

 

ორგანიზაციამ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით „გლობალური საფრთხე“ გამოაცხადა.

 

big_banner
არქივი