logo_geo
ლადო კახაძე: პირბადით სიარული საზოგადოების პატივისცემის დამადასტურებელი ნიშანი იქნება
- +

31 იანვარი. 2020. 12:28

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ექიმმა ლადო კახაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციაზე ქვეყანაში კორონავირუსით დაავადების რისკებზე ისაუბრა. როგორც ლადო კახაძემ განაცხადა, ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის და ამიტომ, აუცილებელია, ადამიანებმა, გაციების შემთხვევაშიც კი, პირბადე ატარონ. 

 

„ვირუსი ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადის. ვირუსი წვეთოვანი გზით გადაეცემა. ეს შეიძლება მოხდეს საუბრის, დახველების, დაცემინების დროს. ამიტომ დისტანცია უნდა დავიჭიროთ ერთი მეტრის რადიუსით მაინც. ადამიანმა, რომელსაც პოტენციურად თავის თავში ეპარება ეჭვი, ვირუსის გამავრცელებელი რომ არ იყოს, აუცილებლად პირბადით უნდა იაროს.  ეს მისგან საზოგადოების პატივისცემის დამადასტურებელი ნიშანი იქნება“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი