logo_geo
პაატა იმნაძე: კორონავირუსი განუკურნებელი არ არის
- +

31 იანვარი. 2020. 13:48

 

 

ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით 200 ადამიანზე ცოტა მეტი გარდაიცვალა და 200-მდე გამოჯანმრთელდა. აქედან გამომდინარე, ეს დაავადება განუკურნებელი არ არის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით, სტიგმა და დისკრიმინაცია მისაღები არ არის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტის წარმომადგენელმა პედროსმა გუშინ თავის გადაცემაში დედამიწის მოსახლეობისადმი მიმართვის დროს სპეციალურად გაუსვა ხაზი, რომ სტიგმა და დისკრიმინაცია არ არის მისაღები, რომლის ნიშნებიც, სამწუხაროდ, ვხედავ, რომ საქართველოშიც გაჩნდა ბოლო დღეების განმავლობაში. ძალიან გთხოვთ, ყველამ გაითვალისწინოთ ის, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეწუხებულია იმ სტიგმით და დისკრიმინაციით, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ დაავადების ნიშნების გაჩენას სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად. საპანიკო და თავზენაცარდასაყრელი არაფერი გვჭირს, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

big_banner
არქივი