logo_geo
ლადო კახაძე: ფრთხილად უნდა იყვნენ ისინი, რომლებსაც პროფესიულად ევალებათ ვირუსის მქონე ადამიანებთან შეხვედრა
- +

31 იანვარი. 2020. 14:15

 

 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ექიმი ლადო კახაძე კორონავირუსის გადაცემის გზებზე საუბრობს. მისი თქმით, ვირუსი წვეთოვანი გზით გადაეცემა.

 

„ვირუსი წვეთოვანი გზით გადაეცემა. მაგალითად, საუბრის დროს, დაცემინების ან დახველების დროს. ის ადამიანი, რომელიც თვლის, რომ შესაძლოა ჰქონდეს ვირუსი, პირბადით უნდა იაროს.

 

ასევე ფრთხილად უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც პროფესიულად ევალებათ ვირუსის მქონე ადამიანებთან შეხვედრა. ექიმები, ასევე ჟურნალისტებიც, რომლებსაც უამრავ ადამიანთან უწევთ შეხება. თავშეყრის ადგილებში შესაძლებელია ერთმა ადამიანმა მეორეს საფრთხე შეუქმნას, ამიტომ თავის დაცვა აუციელებელია“,- განაცხადა ლადო კახაძემ.

 

კითხვაზე, ჩვენ რამდენად ვართ მზად ვირუსთან საბრძოლველად, ლადო კახაძემ უპასუხა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საჭიროების შემთხვევაში ყველაფრით დაგვეხმარება.

 

„გუშინ პროფესიონალს ვუსმინე. მან თქვა, რომ არის ქვეყნები, მაგალითად ამერიკა და გერმანია, რომელსაც მსგავს შემთხვევებთან ბრძოლის კარგი პრაქტიკა აქვთ.

 

ჩვენც გვაქვს იმედი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, რომ თუ სადმე კარგი პრაქტიკა დაფიქსირდა, მზად ვართ მივიღოთ ეს დახმარება“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

 

 

big_banner
არქივი