logo_geo
ჯეფ ბეზოსი მილიარდერთა სიაში ლიდერი გახდა
- +

31 იანვარი. 2020. 15:04

 

 

ონლაინ-რიტეილერ „Amazon“-ის აქციების ფასის მატების გამო კომპანიის მთავარი აქციონერმა ჯეფ ბეზოსმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსი დაიბრუნა.

 

„Bloomberg“-ის ინფორმაციით, კომპანიის აქციების ფასი ცამეტი პროცენტით ზრდამ ბეზოსის ქონებას 13.2 მილიარდი დოლარი შემატა. ახლა მისი ქონება 129,5 მილიარდად ფასდება.

 

მილიარდერთა სიაში მეორე ადგილზე ბილ გეითსია, ხოლო მესამე ადგილზე ჰოლდინგ „Louis Vuitton Moët Hennessy“-ის გენერალური დირექტორი ბერნარ არნო.

 

 

big_banner
არქივი