logo_geo
ლებრონ ჯეიმსმა კობის პატივსაცემად ტატუ დაიხატა
- +

31 იანვარი. 2020. 15:23

 

 

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ მსოფლიო მასშტაბით მის მიმართ არაერთი პატივსაცემი ქმედება განხორციელდა.

 

ემოციური პოსტის შემდეგ, რომელიც ლებრონ ჯეიმსმა კობი ბრაიანტის გარდაცვალებას მიუძღვნა, „მეფემ“ ფეხზე კობის პატივსაცემად ტატუც დაიხატა.

 

შეგახსენებთ, კობი ბრაიანტი 26 იანვარს შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა.  „შავი მამბას“ ბოლო პოსტი სოციალურ ქსელში კი სწორედ ლებრონ ჯეიმსს ეძღვნებოდა – „მეფემ“ კობის ყველა დროის მექულეთა სიაში გადაასწო, „შავმა მამბამ“ ჯეიმსს უდიდესი პატივისცემით მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი