logo_geo
ჟენევის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა, ბრიტანელ კოლეგებთან ერთად, ვირუსთან ბრძოლის ახალ საშუალებას მიაკვლიეს
- +

31 იანვარი. 2020. 18:09

 

 

ჟენევის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა, ბრიტანელ კოლეგებთან ერთად, ვირუსთან ბრძოლის ახალ საშუალებას მიაკვლიეს. საუბარი შაქრის შემცველ მედიკამენტზეა, რომელსაც კორონავირუსის ახალ ტიპთან გამკლავებაც კი შეუძლია.

 

შაქარზე დაფუძნებული წამალი ექიმებს ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებათ.

ჟენევის უნივერსიტეტის განცხადების თანახმად, მათმა ექსპერტებმა, ბრიტანელ კოლეგებთან ერთად შაქრის მოლეკულის მოდიფიცირება შეძლეს, რაც  საშუალებას იძლევა დავამარცხოთ  ისეთი ტიპის ვირუსები, როგორიცაა ებოლა, ახალი ტიპის კორონავირუსი და სხვა მწვავე რესპირატორული დაავადებები.  ამის შესახებ მეცნიერებმა ჟურნალ „Science Advances“ განუცხადეს.

 

„იმისათვის, რომ ეფექტურად ვებრძოლოთ ვირუსს, ჩვენ გამოვიგონეთ სრულიად სხვა საშუალება და ვირუსებზე თავდასხმის სრულიად ახალი მეთოდი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პროექტზე მომუშავე, ჟენევის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა მკვლევარმა - კაროლინა ტაპარელ ვიუმ.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი