logo_geo
ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
- +

1 თებერვალი. 2020. 12:19

 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარიკა ეზუგბაიას განცხადებით, მათთან მოთავსებული გრიპის ვირუსის მქონე პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

„როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენს ცენტრში 4 პაციენტი მოთავსდა, 2 მათგანს H1N1 დაუდგინდა, 2 კი განაგრძობს ჩვენთან მკურნალობას. ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოირიცხა პნევმონია. მათი ზოგადი მდგომარეობა თითქმის დამაკმაყოფილებელია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან ჩატარებული კვლევებით ყველა შესაძლო პათოგენი გამოირიცხა, საჭიროა კვლევის გაგრძელება, საბოლოო პასუხი კი დაახლოებით 2-3 დღეში იქნება“, - განაცხადა მარიკა ეზუგბაიამ.

 

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 259-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია 11 700-ზე მეტი ადამიანი. მათგან 1800-ის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის საავადმყოფოდან ბინაზე 243 პაციენტი გაეწერა.

 

 

big_banner
არქივი