logo_geo
უქმნის თუ არა საფრთხეს კორონავირუსი ორსულებს?
- +

6 მარტი. 2020. 16:25

 

„ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა კორონავირუსის მიმღებლობა ორსულებში დანარჩენ ადამიანებზე უფრო მაღალი, ჯერჯერობით არ არსებობს“, – ამის შესახებ მეან-გინეკოლოგმა პაატა ჟორჟოლიანმა განაცხადა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ორსულებში იმუნოლოგიური და ფიზიოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს და შეიძლება ვთქვათ, რომ იმუნური სისტემა დაქვეითებულია, დაინფიცირების რისკი ისეთივეა, რაც სხვა ჯანმრთელ ადამიანებში, ამიტომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

 

რაც შეეხება ვირუსით დაინფიცირებისგან თავდაცვის მეთოდებს, ორსულებთან იგივე რეკომენდაცია გაიცემა, რაც არაინფიცირებულ, ჯანმრთელ ადამიანებთან. ეს არის ხელების ხშირი დაბანა, პირბადის ტარება და ასე შემდეგ“, – აცხადებს ჟორჟოლიანი.

 

მეან-გინეკოლოგის თქმით, ჯერჯერობით არც ის არის ცნობილი, ძუძუთი კვების დროს გადადის თუ არა ვირუსი დაინფიცირებული დედისგან ახალშობილზე.

 

„რძით გადაცემას რაც შეეხება, ამის შესახებაც ინფორმაცია მწირია. რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაინფიცირებული დედამ უნდა შეწყვიტოს ახალშობილის კვება, არ გაიცემა. აღსანიშნავია, რომ ადრე არსებული ვირუსების დროსაც არ გაცემულა მსგავსი რეკომენდაცია. კორონავირუსის მატარებელ დედას ძუძუთი ბავშვის გამოკვება არ ეკრძალება“, – აცხადებს გინეკოლოგი.

 

რაც შეეხება, ორსულებში „COVID-19“-ის მიმდინარეობას, მეან-გინეკოლოგის თქმით, ორსულობის დროს სირთულეებს მაღალი ტემპერატურა იწვევს, რაც კორონავირუსს არ ახასიათებს, სხვა გართულებებზე კი ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

 

ექიმის თქმით, კორონავირუსის მატარებელ დედებს, მშობიარობის შემდეგ, სრულიად ჯანმრთელი ბავშვები გაუჩნდათ. შესაბამისად ვირუსი, მუცლად ყოფნის დროს, ბავშვზე არ გადადის. გინეკოლოგმა ხაზი გაუსვა, რომ, ჩინეთის მაგალითით, 1 წლის ზემოთ ბავშვების დაინფიცირების ძალიან ცოტა შემთხვევა ფიქსირდება.

 

 

big_banner
არქივი