logo_geo
როდის გაიხსნება ხაშურის შემოვლითი გზა, ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებითი 2 ზოლი და სამტრედია-გრიგოლეთის 14 კმ-იანი მონაკვეთი
- +

9 მარტი. 2020. 14:53

 

 

„2019 წელს დაიწყო ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის - რიკოთის საერთაშორისო მაგისტრალის მშენებლობა. 25 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს აქტიური სამშენებლო სამუშაოები, ხოლო დარჩენილ ორ მონაკვეთზე კონტრაქტორები ემზადებიან სამუშაოების დასაწყებად“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 142 კმ-ზე მიმდინარეობს აქტიური მშენებლობა, საიდანაც 70 კმ დასრულება იგეგმება 2020 წელს. კერძოდ, წელს დასრულდება ხაშურის შემოვლითი 13 კმ გზა, ქუთაისის შემოვლითი გზის ორი ზოლი და სამტრედია-გრიგოლეთის 14 კმ მონაკვეთი“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი