logo_geo
ჩვეულებრივი გრიპის დროსაც იხოცებიან ადამიანები - რატომ გვეშინია ასე კორონავირუსის?
- +

12 მარტი. 2020. 17:10

 

 

ამერიკის ეპიდემიოლოგიის სამსახურის მონაცემებით, ოქტომბრიდან თებერვლის ჩათვლით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გრიპით 52000-მდე ადამიანი გარდაიცვალა. სულ გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კი 49 მილიონამდე იყო.

 

რაც შეეხება კორონავირუსს, ამერიკაში 1323 დიაგნოსტირებული და 38 გარდაცვლილია 12 მარტის მონაცემებით.

 

„საქმე ის არის, რომ კორონავირუსს ახასიათებს განსხვავებული მიმდინარეობა მაშინ, თუკი ახალგაზრდა და ჯანმრთელი ხართ და იმ შემთხვევაში თუ მოხუცი ხართ ან რამე ქრონიკული დაავადება გაწუხებთ“, - განაცხადა ეპიდემიოლოგმა აბდულ ელ-საიედმა.

 

სტატისტიკა 80 წელს გადაცილებულებისა და ქრონიკული პათოლოგიების მქონეთა ინფიცირების შემთხვევაში სულ სხვაგვარია, ადამიანთა ამ ჯგუფში დაავადებათა

ყოველი 6 შემთხვევიდან ერთი სიკვდილით სრულდება და სწორედ ეს მაჩვენებელი აშინებთ ექიმებს.

 

გარდა ამისა, გრიპის ვირუსების წინააღმდეგ არსებობს ანტივირუსული საშუალებები და ვაქცინები. კორონავირუსის წინააღმდეგ კი ასეთი საშუალებები ჯერჯერობით არ გვაქვს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი