logo_geo
კორონავირუსით ინფიცირებული 25-ე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
- +

13 მარტი. 2020. 13:29

 

 

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული 25-ე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

ენდელაძის თქმით, პაციენტზე დაკვირვება მიმდინარეობს.

 

„25-ე პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია. გრძელდება დაკვირვება, შეიძლება მოხდეს სიმპტომების უფრო მეტად გამოჩენა და პროცესის გაღრმავება“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

ცნობისთვის, Covid 19 ჩინეთში, პირველად, 2019 წლის დეკემბერში უხანის პროვინციაში დაფიქსირდა. ამ ეტაპზე, ინფექციასთან დაკავშირებით ჩინეთში სიტუაცია გაუმჯობესდა. რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბით არსებულ ვითარებას, ამ დროისთვის, კორონავირუსი 100-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული, შესაბამისად, ინფექცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

 

საქართველოში კორონავირუსით 25 პირია ინფიცირებული, მათ შორის არის არასრულწლოვანი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი