logo_geo
იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს მოქალაქე დედა-შვილი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა
- +

13 მარტი. 2020. 17:16

 

 

იტალიაში, ქალაქ ბარიში, საქართველოს მოქალაქე დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილები არის 41 წლის ქალი და 16 წლის მოზარდი.

 

მიზეზი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მუშაობს პოლიცია. საქართველოს საკონსულო სამსახური იტალიაში კომუნიკაციაშია სამართალდამცავებთან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი