logo_geo
გერმანიის ქალაქებში მცხოვრებ მტრედებს კარანტინის გამო შიმშილი ემუქრებათ
- +

1 აპრილი. 2020. 02:15

 

 

გერმანელი ცხოველთა დამცველები დაცარიელებულ ქალაქებში მტრედების გადასარჩენად კამპანია დაიწყეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

 

 

გამოცემის ინფორმაციით, ბონში ჩამოყალიბებულ ცხოველთა კეთილდღეობის გერმანულ ასოციაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინი ასობით ათასი მტრედისთვის შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს, რადგან ისინი საკმარის საკვებს ვერ პოულობენ.

 

 

ჩვეულებრივ, ქალაქებში მობინადრე ველური მტრედები ადამიანების ნარჩენებით იკვებებიან, ახლა კი, როცა გერმანიის მოსახლეობა თვითიზოლაციაშია, შიმშილობენ.

 

 

ასოციაცია ხელისუფლებას ქალაქების მასშტაბით ფრინველებისთვის საკვები პუნქტების განთავსებისკენ მოუწოდებენ, რომლებსაც მოხალისეები დაამონტაჟებენ. მათი თქმით, მტრედები ადამიანებმა მოაშინაურეს, რის გამოც ამ ფრინველებზე კაცობრიობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი