საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281 პირი.
ინფორმაციისთვის, 148 ინფიცირებულიდან 27 გამოჯანმრთელდა.