logo_geo
რატომ არ ესწრება პატრიარქი სამებაში საზეიმო წირვას
- +

7 აპრილი. 2020. 13:07

 

 

დღეს მართლამადიდებელი სამყარო ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა აღევლინება.

 

 

 

სამებაში საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე არ ესწრება.

 

 

 

„პრაიმტაიმი“ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად მის პირად ექიმს, ცისანა შარტავას დაუკავშირდა.

 

 

 

„პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ერთადერთი, წნევის ცოტა მაღალი ციფრები დაფიქსირდა.

 

 

 

ვინაიდან, საპატრიარქოშიც ტარდებოდა მსახურება 7:00 საათზე, იქ დაესწრო. წინ ბევრი დღესასწაულია და ჩვენი დიდი თხოვნა გაითვალისწინა, რომ დღეს საპატრიარქოში დასწრებოდა მსახურებას.

 

 

 

სამედიცინო კუთხით მას არანაირი კონსულტაცია არ დასჭირვებია. ყველაფერი კარგადაა. გუშინ ლოცვაზე ბრძანდებოდა“, – გვითხრა ექიმმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი