logo_geo
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ორსული ქალი შეიყვანეს, რომელიც სპორტსმენის კლასტერია
- +

7 აპრილი. 2020. 13:13

 

 

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე წუთის წინ ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ორსული ქალი შეიყვანეს, რომელსაც ცხელება და ხველა აღენიშნება.

 

 

 

ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამჟამად მიმდინარეობს პაციენტის კვლევა. საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.

 

 

 

ცნობისთვის, ორსული ქალი, იმ სპორტსმენის კლასტერია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

 

 

ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში სულ ოთხი პაციენტი იმყოფება. მათ შორის არიან ორი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები, გალის რაიონიდან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან.

 

 

 

ავტორი: თეა შონია

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი