logo_geo
კორონავირუსი რუსთავის საკრებულოს დეპუტატის მეორე შვილსაც დაუდასტურდა
- +

7 აპრილი. 2020. 17:21

 

ახალი კორონავირუსი რუსთავის საკრებულოს დეპუტატის მეორე შვილსაც დაუდასტურდა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, პაციენტი თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

 

თავდაპირველად კორონავირუსი ბავშვის ბებიას დაუდგინდა, რომელიც ეროვნული ბანკის ფულის საცავის თანამშრომელია. მოგვიანებით, მის ქმარს, შვილს და შვილიშვილს. დღეს კი ვირუსი ოჯახის კიდევ ერთ წევრს დაუდასტურდა. საერთო ჯამში, აღნიშნულ ოჯახში კორონავირუსით 5 პირია ინფიცირებული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი