მსახიობმა ზურა ყიფშიძემ გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ მისი ახალგაზრდობა, სტუდენტობა გაიხსენა, სადაც აღნიშნა, რომ ახალგაზრდობაში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა.
„მწერალი რომ ვიყო, საოცარ ისტორიებს დავწერდი, იქ ისეთი რაღაცეები ხდებოდა“- აცხადებს მსახიობი.
„რაღაც გარდამავალი პერიოდებია, როდესაც ადამიანს გვერდში დგომა სჭირდება.
საგიჟეთში მოვხვდი. იმისთვის რომ არ წავსულიყავი ჯარში. თვე ნახევარი მაინც… გამოკვლევაზე ვიყავი, რამეს კი არ მიშვრებოდნენ.“- განაცხადა ზურა ყიფშიძემ.