logo_geo
აეკრძალებათ თუ არა ბუკინისტებს გარევაჭრობა - მერიის განმარტება
- +

20 მარტი. 2017. 11:45



თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების განხორციელება დაიწყო. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული მოთხოვნით, დედაქალაქის მთავრობას, რაიონულ გამგეობებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს.


გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგივე აკრძალვა შეეხებოდა ბუკინისტებსაც. თუმცა, როგორც allnews.ge-ს მერიაში განუცხადეს, აკრძალვა ბუკინისტებზე არ გავრცელდება და მერია მათი საქმიანობის შეზღუდვას არ აპირებს.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი