logo_geo
გზების მოვლა-შენახვის სამუშაოები უახლესი ტექნიკით განხორციელდება
- +

21 მარტი. 2017. 11:46




საავტომობილო გზებზე, მოვლა-შენახვის სამუშაოების შესასრულებად, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს ხელშეკრულება 3 წლის ვადით გაუფორმდათ. ამ სახის ხელშეკრულებებმა კომპანიებს გაუჩინა სტაბილური ფინანსური შემოსავალი და ხელი შეუწყო მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებასა და ზრდას.


კონტრაქტორმა კომპანიებმა უკვე შეიძინეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უახლესი 21 ერთეული გერმანული და ავსტრიული ტექნიკა. განახლებული ტექნიკა გზის წმენდისას არ აზიანებს  საფარს, სამუშაოები ხორციელდბა გაცილებით სწრაფად და ხარისხიანად.


აღნიშნულმა გრძელვადიანმა ხელშეკრულებებმა, შესაძლებლობა მოგვცა, ეფექტიანად მომხრადიყო მკაცრი ზამთრისა და სტიქიური მოვლენების პირობებში,  საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა.


მოვლა-შენახვის სამუშაოების შესასრულებად, ხელშეკრულება 3 წლის ვადით, 22 კომპანიასთან გაფორმდა, მათი საერთო ღირებულება 200 მილიონ ლარამდეა.





 

big_banner
არქივი