logo_geo
რა არის ცნობილი ბაიასა და გიორგის შესახებ - ვინ იყვნენ ახალგაზრდები, რომელთა გარდაცვალებამ ხალხი შეძრა
- +

18 აგვისტო. 2020. 01:04

 

 

სამი დღეა მედია ინტენსიურად წერს გიორგი შალამბერიძისა და ბაია ბერუაშვილის შესახებ. ვინ იყვნენ ახალგაზრდები, რომელთა გარდაცვალებამ საქართველო კიდევ ერთხელ შეძრა.

 

ცნობილი ხდება, რომ წარმოშობით ქუთაისელი ბაია ბერუაშვილი, სტუდენტობის დროს ჩამოვიდა თბილისში, დაამთავრა ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური ფაკულტეტი.

 

რაც შეეხება გიორგი შალამბერიძეს, მის შესახებ მწირი ინფორმაცია მოიპოვება.

 

"ამბების" ინფორმაციით, გარდაცვლილის მამა მამუკა შალამბერიძე წლების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს თანამშრომელი იყო.

 

როგორც გიორგი შალამბერიძეს, ასევე ბაია ბერუაშვილს მეგობრები კარგ, მშვიდ და სასიამოვნო ადამიანებად ახასიათებენ.

 

მათი გარდაცვალების საბოლოო მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. დღეს პათანატომები იკვლევდნენ, ხომ არ მოხდა მათზე ფიზიკური ძალადობა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი