logo_geo
„ბადრი ცხვრებს მწყემსავდა, პაემანზეა წასული თბილისში” - ვინ არის ბადრი ესებუა?
- +

26 ოქტომბერი. 2020. 21:10

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულის დასაკავებლად აქტიურ სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებს.

 

რა ვიცით, ამ დროისთვის ე.წ. ძებნილის შესახებ? ის 32 წლის ბადრი ესებუა გახლავთ. ის ზუგდიდის რაიონის სოფელ ალერტკარში ცხოვრობს. ჰყავს ორი ძმა და მშობლები.

 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ოჯახს ფინანსურად უჭირს. მამა, ტარიელ ესებუა სარეცხი მანქანების შემკეთებელია. თავად ბადრი ესებუა კი წარსულში სამხედრო მოსამსახურე გახლდათ. ის რამდენიმე თვით ავღანეთში, საერთაშორისო მისიის ფარგლებშიც იმყოფებოდა.

 

ესებუა იბრძოდა 2008 წლის აგვისტოს ომშიც.

 

ესებუას მშობლები დუმილს ამჯობინებენ. ნათესავების თქმით კი, ბადრი ესებუა ბოლოს 23 ოქტომბერს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ნახეს.

 

ახლობლები კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ სავარაუდო თავდამსხმელი სწორედ ბადრი ესებუაა.

 

„თბილისშიაო წასული და რატომ წავიდა ახლა, მაგას ვერ გეტყვი, შეიძლება პაემანზე წავიდა. სენაკის ბაზაში მსახურობდა, 2008 წლის ომის შემდეგ არტილერისტი იყო, მგონი. ომის მონაწილეც არის, იმის შემდეგ მას სამხედრო ფორმა არ ჩაუცვამს. რატომ არ არის, იცით, ამის გამკეთებელი? – იმიტომ, რომ სიმაღლე არ ემთხვევა. სენაკის ბაზაში ხომ არის ეს მონაცემები, წონაც არის, ზომაც, ფეხი რა ზომაც აქვს, თავის ზომაც არის აღებული, ეს მონაცემები შეადარონ ვიზუალურად, ბანკში ვინც იყო იმისას…

 

ცხვრებს მწყემსავდა აქ, ყოველ დილით მიჰყავდა. აქ იყო სახლში, სამი დღის წინ აქ იყო, მომესალმა, ვსაუბრობდით… 2 მეტრია ის კაცი, ტელევიზორში ვინც გვანახეს, ტერორისტი და ეს პატარა ბიჭია,” – განაცხადა ესებუას ნათესავმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი