logo_geo
„ეკა თითქოს იმ წიგნში დარჩა, ისევ ისეთი სევდიანი თვალებით, გაცრეცილსახიანი და 16 წლის...“
- +

9 აპრილი. 2017. 14:50




სახლში სქელი, შავყდიანი წიგნი, წარწერით - „9 აპრილი" ალბათ ყველას მოგეპოვებათ. სხვისი არ ვიცით, მაგრამ ჩვენ იმ წიგნიდან ამ პატარა, ფარატინა გოგოს სახე განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა.

ეკა ბეჟანიშვილი 9 აპრილის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლია. მე-10 კლასის მოსწავლისთვის, იმდენად მნიშვნელოვანი იყო თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეა, რომ არც ორლესულ ნიჩბებს შეუშინდა, არც მისკენ მიმართულ იარაღებს. ამ პატარა გოგომ კარგად იცოდა, რომ ბოროტების დამარცხება უფრო დიდი ბოროტებით კი არა - ღიმილითა და ყვავილებით შეიძლება.


9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა, მაგრამ ეკა თითქოს იმ წიგნში დარჩა, ისევ ისეთი სევდიანთვალებიანი, გაცრეცილსახიანი და 16 წლის.


წინა დღეებში მითხრა: - ბებო, ფოთოლცვენა მესიზმრა, და მე ამ ფოთლების წვიმაში დავდიოდი, ეს რაღას ნიშნავსო?

 

- არ ვიცი-მეთქი, - ვეუბნებოდი. ვაითუ, ესეც სიკვდილს ნიშნავდა...




 

big_banner
არქივი