logo_geo
გივი ბერიკაშვილი რეანიმაციაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული
- +

9 აპრილი. 2017. 15:42


 

გივი ბერიკაშვილი რეანიმაციაშია მოთავსებული. 83 წლის მსახიობი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. მსახიობი კლინიკა "მედი ქლაბში" რამდენიმე დღის წინ მიიყვანეს და მისი მდგომარეობა ბოლო სამი დღის მანძილზე განსაკუთრებით დამძიმდა - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს გივი ბერიკაშვილის მეგობარმა, მსახიობმა კახი კავსაძემ განუცხადა.

 

„უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. ექიმები ამბობენ, ორგანიზმის სიძლიერეზე არის ყველაფერი დამოკიდებულიო. გაცივდა, ფილტვების ანთება დაემართა, შემდეგ ეს ანთება გაურთულდა. დაგვიანებით მოვათავსეთ საავადმყოფოში, ბოლო სამ დღეში განსაკუთრებით დამძიმდა მდგომარეობა, ახლა ხელოვნურ სუნთქვაზეა. ექიმების დამსახურებაა ეს დღეები რომ აცოცხლეს", - განაცხადა კახი კავსაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი