101 წლის ვენერა პაპიძემ კორონავირუსი დაამარცხა. პაპიძემ COVID-19-ის დასამარცხებლად თითქმის 25 დღე იბრძოლა.
მოხუცისოჯახის წევრების თქმით, მას საავადმყოფო არასდროს დასჭირვებია. ვენერა პაპიძე პირველად კლინიკაში კორონავირუსის გამო აღმოჩნდა.
კოვიდკლინიკაში ამბობენ, რომ 101 წლის ქალის განკურნება და გადარჩენა, მათთვის განსაკუთრებულად სასიხარულო იყო.