logo_geo
„სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის 18 წლის ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია დაიწყო
- +

27 აპრილი. 2021. 20:30

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 18 წლის ზემოთ მოქალაქეების „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 20:00 საათიდან  დაიწყო.

მათივე ცნობით,  აცრისთვის ჯავშნის გაკეთება მოქალაქეებს შეუძლიათ შემდეგ პორტალზე – booking.moh.gov.ge.

მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, რეგისტრაციისთვის დარეკონ ნომერზე 15 22.

„სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესი 4 მაისიდან დაიწყება.

 

 

big_banner
არქივი