logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: ძალიან გამიხარდა, რომ 40 პროცენტიდან 70 პროცენტზე ავიდა პირბადის გამოყენების მაჩვენებელი
- +

1 მაისი. 2021. 00:48

 

 

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე  მოქალაქეებს  რეკომენდაციების სათანადოდ დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოუწოდებს.

 

„ვარაუდია, რომ დაწესებული შეზღუდვებით ჩვენ შევინარჩუნებთ სულ მცირე ამ დონეს. იცით, რომ კომენდანტის საათი რჩება, აღდგომის ღამეს იქნება გამონაკლისი.

ერთადერთი ყველაზე შესამჩნევი შეზღუდვა, რომელიც აწუხებს მოსახლეობას და ისმის კრიტიკული შენიშვნები, არის სასაფლაოზე გასვლის შეზღუდვა 2-3 და 4 მაისს, მხოლოდ სამი დღით.

რეკომენდაციები არის ცალსახა, ყველაზე მთავარია პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება. სააღდგომო რეკომენდაციაა, პირბადის ტარება და სადაც შეიკრიბებით, ლიტურგიაზე დისტანციის დაცვა.

 

ძალიან გამიხარდა, რომ 40 პროცენტიდან 70 პროცენტზე ავიდა პირბადის გამოყენების მაჩვენებელი. თუ 90 პროცენტზე ავა, ეკლესიაშიც შეუძლიათ მივიდნენ და არაფერი არ აისახება უარყოფითად. პირბადე უნდა ვატაროთ. ხანმოკლე პერსპექტივაში, ჩვენი გადარჩენის საშუალება არის პირბადეები და ხანგრძლივ პერსპექტივაში მთელი მოსახლეობის ვაქცინაცია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

big_banner
არქივი