logo_geo
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 5,7 პროცენტია
- +

1 მაისი. 2021. 11:07

 

 

 

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5,13 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

 

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 5,7 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 4,87% პროცენტი.

 

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 690 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 20 კი, გარდაიცვალა.

 

 

 

big_banner
არქივი