logo_geo
ამ დროისათვის საქართველოში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, 45 344 პირია აცრილი
- +

3 მაისი. 2021. 16:28

 

 

3 მაისის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 45 344 ადამიანია აცრილი. შესაბამის მონაცემებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია „ასტრაზენეკას" პრეპარატით წარმოებს, რომელიც 55 წელს გადაცილებული პირებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, ორგანოგადანერგილი პირებისა და დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის არის ხელმისაწვდომი.

 

4 მაისიდან ქვეყანაში ჩინური „სინოვაკით" ვაქცინაცია დაიწყება. აღნიშნული ვაქცინა 17 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

 

ვაქცინაციის პროგრამა საქართველოში 15 მარტს დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი