logo_geo
ლეგენდარული ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი 80 წლისაა
- +

3 მაისი. 2021. 18:17

 

 

ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი ნონა გაფრინდაშვილი 80 წლის გახდა.

 

1978 წელს ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 1997 წელს ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით, დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, საჭადრაკო ოლიმპიადებზე, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის. 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.

 

ნონა გაფრინდაშვილმა, ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 21 წლის ასაკში მოიპოვა. იგი მეხუთე მსოფლიო ჩემპიონი გახდა ქალთა შორის.

 

ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისთვის, ნონა გაფრინდაშვილს 1996 წელს მიენიჭა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების სამი უმაღლესი ჯილდო: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის საპატიო ორდენი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ორდენი.

 

 

big_banner
არქივი