logo_geo
ვახტანგ გომელაური: საბოლოოდ ყველა უნდა აიცრას
- +

5 მაისი. 2021. 10:25

 

 

„სხვა გამოსავალი არ არის, საბოლოოდ ყველა უნდა აიცრას, ვისაც ჯანმრთელობა უწყობს ხელს“, - ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა თბილისის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ვაქცინაცია აუცილებელია.

 

„გავიკეთე ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმი“. ეს ნაბიჯი გადავდგი იქიდან გამომდინარე, რომ მინდა, ყველას მოვუწოდო, პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ასევე ჩვენს მოქალაქეებს, წავახალისო, რომ გაიკეთონ ვაქცინა. იქნება ეს „სინოფარმი“ თუ სხვა ვაქცინა, შეიძლება „ასტრაზენეკაც“ გაიკეთონ. ეს აუცილებელია. ვხედავთ, რაც ხდება მსოფლიოში, სამწუხაროდ. წელიწადზე მეტია ველოდებით, თუმცა, არაფერი შეიცვალა, დღითი დღე უარესდება (მდგომარეობა) მსოფლიოში ყველგან და მათ შორის ჩვენთან. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. ვხედავთ, რასაც გვეუბნება მსოფლიო ჯანდაცვა, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ექიმები - სხვა გამოსავალი არ არის, საბოლოოდ ყველა უნდა აიცრას, ვისაც ჯანმრთელობა უწყობს ხელს და ექიმების რეკომენდაცია ექნება“, - განაცხადა მინისტრმა.

 

ვახტანგ გომელაური „სინოფარმით“ პირდაპირ ეთერში აიცრა.

 

 

big_banner
არქივი