logo_geo
ვახტანგ გომელაური: ძალადობა მიუღებელია, პირველ რიგში, ჟურნალისტებზე
- +

5 მაისი. 2021. 10:39

 

 

ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, პირველ რიგში, ჟურნალისტებზე“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.

 

მას გუშინ დავითგარეჯში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჰკითხეს. კერძოდ, „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის გამო გამოძიება ძალადობის მუხლითაა აღძრული და თუ შეიცვლება ან დაემატება თუ არა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლიც.

 

„ამაზე დაზუსტებით ვერ მოგახსენებთ, იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურამ უნდა იმსჯელოს კვალიფიკაციის შეცვლაზე. თქვენ იცით, გუშინ რაც მოხდა, მასზე გამოძიება დავიწყეთ. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, პირველ რიგში, ჟურნალისტებზე. გამოძიებიდან რაც დადგინდება, დამნაშავეები შესაბამისად დაისჯებიან“, - განაცხადა გომელაურმა.

 

 

big_banner
არქივი