სერვისმა Amazon Prime ფილმიდან „კონკია“ პირველი კადრები გაავრცელა. ამის შესახებ Deadline-ი წერს.
გამოქვეყნებულ ფოტოებზე კამილა კაბელიო და ნიკოლას გოლიცინი არიან გამოსახულები, რომლებიც კონკიასა და მისი შეყვარებულის როლებს ასრულებენ.
ასევე გამოქვეყნებულია ბილი პორტერტის ფოტო, რომელიც ახალ ეკრანიზაციაში კონკიას ფერია-ნათლიას განასახიერებს. მანამდე მსახიობმა განაცხადა, რომ ეს პერსონაჟი მის შესრულებაში გენდერულად ნეიტრალური იქნება.
„ვფიქრობ, ახალი თაობა ამისთვის მზად არის. ბავშვები მზად არიან“, - აღნიშნა პორტერმა.