logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: თუ ინდური შტამი გავრცელდა, ის მეოთხე ტალღას დააჩქარებს
- +

16 ივნისი. 2021. 20:10

 

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძემ მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. როგორც მან განაცხადა,  პირბადე კორონავირუსის ყველა შტამისგან თანაბრად იცავს.

 

"საქართველოში მეოთხე ტალღა იქნება თუ არა, მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, შეასრულებს თუ არა მოსახლეობა რეგულაციებს - პირბადე, პირბადე, პირბადე! თუ ინდური შტამი გავრცელდა, ის მეოთხე ტალღას დააჩქარებს. პირბადე ყველა შტამს თანაბრად შველის, ამიტომ მისი ტარება აუცილებელია", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

big_banner
არქივი