მეწარმეები, რომლებმაც მთავრობის დახმარებით დაიწყეს ან განავითარეს ბიზნესი ისე, რომ მსოფლიო ბაზარზე გავიდნენ და წარმატებას აღწევენ.
„იმედის კვირის“ რეპორტაჟში ის კომპანიები მოხვდნენ, რომელთაც საერთაშორისო დაფინანსება მიიღეს ან პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დაეხმარა.
ამ კომპანიების მიერ საქართველოში წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გადის. რამდენიმე კომპანიამ 2%-იანი სესხი პროექტის დასაწყებად მაშინ აიღო როცა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდა.
წარმატებული ბიზნესმოდელები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია.