logo_geo
რა სიმპტომით ვლინდება ვაქცინირებულ ადამიანებში კორონავირუსი – კვლევა
- +

22 ივნისი. 2021. 14:50

 

 

„COVID-19-ისგან ვაქცინირებულ ადამიანებში ცემინება არის კორონავირუსის არსებობის მთავარი სიმპტომი“, – წერს გამოცემა „Express“.

 

ZOE COVID Symptom Study კვლევის მიხედვით, ხშირი ცემინება შეიძლება იყოს COVID-19- ის მანიშნებელი და ეს სიმპტომი ხშირად ვლინდება აცრილ პაციენტებში.

 

აღინიშნება, რომ, ჩვეულებრივ, ცემინება არ არის COVID-19-ის მკაფიო ნიშანი და არც შედის მისი ყველაზე გამოკვეთილი სიმპტომების რიცხვში.

 

კორონავირუსისთვის მახასიათებელია: მაღალი ცხელება, შემცივნება, მუდმივი ხველა, ყნოსვის დაკარგვა, თავის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის არეში ტკივილები, ნაწლავების პრობლემები და ა.შ. ამავე დროს, ცემინება ძალიან ხშირია თბილ სეზონზე და უფრო ხშირად არის ალერგიის სიმპტომი.

 

ექიმები ადამიანებს ვაქცინაციის შემდგომ პერიოდში ცემინების დაწყების დროს ურჩევენ სახლში დარჩენასა და ვირუსზე ტესტის გაკეთებას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი