logo_geo
გაერო: უკრაინაში სულ მცირე 364 სამოქალაქო პირი, მათ შორის 25 ბავშვი დაიღუპა
- +

7 მარტი. 2022. 01:46

 

 

გაეროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 364 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 25 ბავშვია, დაჭრილია 759 ადამიანი. გაეროში განმარტავენ, რომ რეალობაში გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს.

გაეროში აღნიშნავენ, რომ დაღუპულთა უდიდესი ნაწილი მძიმე არტილერიის გამოყენებისა და სარაკეტო დარტყმების შედეგად გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი