logo_geo
ვიქტორ ყიფიანი: დღეის მდგომარეობით რუსეთს ყულაბაში არაფერი აქვს, არც სამხედრო და არც პოლიტიკური თვალსაზრისით
- +

13 მარტი. 2022. 01:06

 

 

დასავლელი ანალიტიკოსები როცა აცნობიერებენ და აანალიზებენ ვლადიმერ პუტინის ფსიქოტიპაჟს, ისინი პრაქტიკულად მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად არის მზად და მიდრეკილი, რაც შეიძლება მეტი რისკი აიღოს საკუთარ თავზე. ის არის აზარტული მოთამაშე და შესაბამისად, მისთვის დაუშვებლობის ზღვარი გაცილებით დაბალ ნიშნულზეა, ვიდრე დასავლელი პოლიტიკოსების, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში ამ დროისთვის ომის დინამიკა შენელებულია და ის გამოფიტვაზე გადავიდა.

„რეალურად იბომბება უკრაინული ქალაქები, მაგრამ ამ მასირებულ დაბომბვას არ მოჰყვება კონკრეტული სამხედრო შედეგი. ამ ვითარებაში რომ რუსეთი დათანხმდეს ზავზე ან დაასრულოს საომარი მოქმედებები, რა შედეგით უნდა მივიდეს ის საკუთარ საშინაო აუდიტორიასთან და რა მოიგონოს? დღეის მდგომარეობით რუსეთს ყულაბაში არაფერი აქვს, არც სამხედრო და არც პოლიტიკური თვალსაზრისით. ნებისმიერი ომი ყველაფერთან ერთად არის საჯარო აზრისთვის ბრძოლა - ომის გახანგრძლივება რუსეთს უქადის იმ ნეგატივს, რომ ომზე სიმართლე თანდათანობით ფეხს მოიკიდებს რუსულ საზოგადოებაში. ალბათ ეს არის ერთ-ერთი სამოტივაციო გარემო, რამაც შეიძლება რუსეთი აიძულოს უფრო აქტიური გახდეს პოლიტიკური მოგვარების კუთხით“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

 

 

big_banner
არქივი