logo_geo
ილონ მასკი საკუთარი სოციალური პლატფორმის შექმნაზე ფიქრობს
- +

27 მარტი. 2022. 19:47

 

 

SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი საკუთარი სოციალური პლატფორმის შექმნაზე დაფიქრდა. ამის შესახებ Bloomberg-ი მილიარდერის „ტვიტებზე“ დაყრდნობით წერს.

 

„სერიოზულად ვფიქრობ ამაზე“, - უპასუხა მასკმა Twitter-ის ერთ-ერთი მომხმარებლის კითხვას, აპირებს თუ არა ის საკუთარი პლატფორმის შექმნას, რომელზეც ძირითადი ყურადღება სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფას დაეთმობა.

 

მანამდე კი მასკმა გამოკითხვა ჩაატარა და ინტერნეტ-მომხმარებლებს ჰკითხა, იცავს თუ არა მათი აზრით Twitter-ი სიტყვის თავისუფლების პრინციპებს და აღნიშნა, რომ ამ გამოკითხვის შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

big_banner
არქივი