logo_geo
ნინო ჯღარკავა: ვერასადროს გაპატიებთ სამშობლოს სახელით მოწყობილ პირად კეთილდღეობას!
- +

3 დეკემბერი. 2016. 00:00




ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა FACEBOOK-ზე წერს:


ვიღაცისთვის სამშობლო უბრალოდ პოპულისტური მცნებაა. სამშობლოს სახელით შეიძლება მოახდინო რევოლუციები, მოიგო ომები, შეჭამო ქვეყნის ბიუჯეტი, დაიმონო ადამიანები, გახდე მძლეთამძლე და ამ ფარისვლობაში გაყიდო სამშობლო. ხოდა ჩემთვის ერთი მოქალაქე ნინო ჯღარკავასთვის, რომელიც უფალმა გამოარჩია და სასწაული მოუვლინა, სამშობლო ხატია, სამშობლო დაბინდული ქლიავისფერი მთებია, სამშობლო ისაა, დაუფიქრებლად კაცს რომ მოკლავ და შეეწირები და სამშობლო ჩემი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცებია, სამშობოლოს ფასი არა აქვს, სამშობლო არ იყიდება, სამშობლოს ვალს კი ვერასდროს გადავიხდით! ხოდა პატარა ადამიანებო, შემეჯიბრეთ სამშობლოს სიყვარულში, ვერასადროს გაპატიესამშობლოს სახელით მოწყობილ პირად კეთილდღეობას!", - წერს ჯღარკავა.



 

big_banner
არქივი